პომპეოს ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაბედულად შემოვა ამერიკული ბიზნესი - ნათია თურნავა

19 ნოემბერი 2020, 11:25 194 ნახვა

მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა. ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოს და ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი  არის იმის აღიარება, რომ  ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებია.მინისტრის თქმით, აშშ-ის გვერდით დგომა განსაკუთრებით ფასეულია გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიოს წინაშე დიდი პრობლემები და გამოწვევებია.

მისივე თქმით, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში