ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება

20 ნოემბერი 2020, 11:10 955 ნახვა

ხვალ ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნები 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. პარალელურად უმაღლესი საბჭოს  არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. კანდიდატებმა საარჩევნო ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებით მიმართეს. 

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, მათაც გამოაცხადონ ბოიკოტი და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა. კოვიდინფიცირებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფებისთვის  ქვეყნის მასშტაბით 80 სპეციალური უბანი გაიხსნება და მათ 145 გადასატანი ყუთით მოემსახურებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში