ცესკო ტექნიკურ ხარვეზებზე

22 ნოემბერი 2020, 11:04 866 ნახვა

ცესკოს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები თავდაპირველად  100%-ს გადაცდა. მაგალითად, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად  ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ ამ დროისთვის შედეგების სპეციალური ვებგვერდი გათიშულია.  საარჩევნო   ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ შესაძლოა  ამ ყველაფრის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა . განმარტება საარჩევნო ადმინისტრაციამ მხოლოდ წერილობითი სახით გააკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში