ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრა

23 ნოემბერი 2020, 14:41 155 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება.  მანამდე კი ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო- ს  თანათავმჯდომარეების ჩართულობით მოსამზადებელი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში  გაიმართა.  უწყების ინფორმაციით,  შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევები. ითქვა  რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია  მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის  შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. ლაშა დარსალიამ იმედი გამოთქვა, გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში