მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

25 ნოემბერი 2020, 12:32 871 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. ადვოკატი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს.   გიორგი ჭოჭუამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში