აჭარა-გურიას ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება

28 ნოემბერი 2020, 15:35 1758 ნახვა

აჭარისა და გურიის რეგიონები კვლავ  ბუნებრივი აირის გარეშეა. როდის აღდგება გაზმომარაგება ჯერ ისევ უცნობია. გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გვითხრეს, რომ დაზიანება აღმოჩენილია, თუმცა ტერიტორია გაუვალია და ჯერ არ იციან რა სახის დაზიანება იქნება, ვერც იმას ამბობენ როდის აღდგება გაზმომარაგება.

მოსახლეობა   ბუნებრივი აირის ალტერნატივას ეძებს.  დილიდან რიგები იყო თხევად გაზზე და ასევე პურის საცხობებთან, რომელთა ნაწილი ბუნებრივ აირს მოიხმარს. რეგიონებს გაზი დილიდან არ მიეწოდებათ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში