იუსტიციის სახლები 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებენ

28 ნოემბერი 2020, 15:20 710 ნახვა

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ - დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

ფილიალებში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გაგრძელდება. my.gov.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მისთვის საჭირო 200-ზე მეტი სერვისით, ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად. დისტანციური სერვისების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში