სამინისტროში არის ონლაინ კლინიკა, რომლის ფუნქცია დაგვიანებული ზარების კონტროლია - გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:39 1050 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროში მუშაობს ონლაინ კლინიკა, რომლის ფუნქცია დაგვიანებულ ზარებზე რეაგირებაა.

"სამინისტროში არის ონლაინ კლინიკა, რომლის ფუნქციაც არის აკონტროლოს დაგვიანებული ზარები. ერთი საათის შემდეგ თუ რომელიმე ზარი რჩება უპასუხოდ ამ შემთხვევაში ონლაინ კლინიკის ფუნქციაა აიღოს ეს ზარი, დაუკავშირდეს, გაესაუბროს და დააბრუნოს შემდეგ უკვე ოჯახის ექიმთან.

თუ მიანც დარჩა უპასუხო ზარი, ვიღაცა თვლის, რომ უყურადღებობა გამოიჩინეს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არის მზად, რომ ასეთი ზარები პირადად გაიარონ და დაუყოვნებლივ გაეწიოთ შესაბამისი მომსახურება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში