წინასაარჩევნო პერიოდს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სტანდარტების დაცვით აშუქებდა - კომუნიკაციების კომისია

04 დეკემბერი 2020, 17:45 1198 ნახვა

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს.მონიტორინგი 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა.

თვისებრივი მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა, რაოდენობრივი მონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.

მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით ყველაზე მეტად საზოგადოებრივ მაუწყებელზე შუქდებოდა, ბალანსი და სტანდარტი დაცული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და „რუსთავი 2“-ზე.  „ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ცალსახა იყო მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ.

''მეტწილად დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება და ბალანსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა მხარის პოზიცია მოესმინა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები გამოირჩეოდნენ კრიტიკული შეკითხვებით და ემიჯნებოდნენ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს.

ახალ ამბებში დრო დაეთმო: „ქართული ოცნება“ – 20.7% (პოზიტიური - 41%, ნეგატიური - 26%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 13.7% (პოზიტიური - 18%, ნეგატიური - 31%) საქართველოს მთავრობა - 12% (პოზიტიური - 23%, ნეგატიური - 8%), აჭარის მთავრობა - 11% (პოზიტიური - 20%, ნეგატიური - 29%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები'' - წერია გავრცელებულ ინფრმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.

უფრო ვრცლად იხილეთ ლინკზე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში