პარლამენტის ყველა შესასვლელთან სირცხვილის კორიდორია მოწყობილი

11 დეკემბერი 2020, 10:35 969 ნახვა

პარლამენტის ყველა შესასვლელთან სირცხვილის კორიდორია მოწყობილი. ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების მიმართ სკანდირებენ და მათთან მიახლოებას ცდილობენ.

პოლიცია შეკრებილებს ავტომობილების სავალი გზის ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ. მათი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს ნდობა არ აქვს, რადგან არჩევნები გაყალბდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან მიმოყარეს, მათი თქმით ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ,,ქართული ოცნების'' დეპუტატებს დღეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში