საპარლამენტო ოპოზიცია ქუჩაში რჩება

11 დეკემბერი 2020, 20:07 930 ნახვა

მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილმა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

პოლიტიკური პარტიების განცხადებით, ირკვევა, რომ ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მიმართეს.

ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ლელო საქართველოსთვის“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში