გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

20 დეკემბერი 2020, 20:10 1089 ნახვა

80 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი - გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. მას დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, გადაღებულია 25 ფილმში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

1969–1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1990-1991 წლებში  საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში კი  საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში