ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია 

08 იანვარი 2021, 14:27 6315 ნახვა

ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ, სანაპიროს მხრიდან გაჩნდა. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. 

ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია და პრევენციის მიზნით ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს.  

''ხანძარი გაჩნდა ზღვის მხრიდან, ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სწრაფად მოხდა რეაგირება,  მოვიდნენ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები და რამდენიმე წუთში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. ამ ეტაპზე, პრევენციისთვის ტერიტორიის დათვალიერება ხდება. დაზიანდა ბოტანიკური ბაღის უმნიშვნელო ნაწილი. ბაღი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და საფრთხე მოხსნილია'' - განაცხადა ირაკლი არჩაიამ. 

 

განახლება: 14:45 ხანძარი ლოკალიზებულია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში