ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის - გიორგი გახარია 

15 იანვარი 2021, 11:17 850 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გაჩნდა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

პრემიერის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე დამუშავებული აქვს გეგმა. 

გიორგი გახარიას განცხადებით,  შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

''იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, მუშაობის სქემა ცოტათი უნდა შევცვალოთ. აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება. ეს პირველ რიგში გახლავთ ტესტირების სქემა. ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაზრდილია და ასე უნდა გაგრძელდეს. მეორე  მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა ვაქცინაცია.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი და აბსურდი ისმის. უბრალოდ ვერც ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას, პირველი ეს არის მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან. სხვადსხვა ვაქცინას შენახვის განსხვავებული რეჟიმი აქვს, ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. 

მეორე ეს არის წინასწარ განვსაზღვროდ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც პრიორიტეტულია და პირველ რიგში უნდა მოხდეს მათი ვაქცინაცია. 

მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქს ფლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში