200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება - პრემიერი

15 იანვარი 2021, 11:35 1989 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც  ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს.

განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა.

''ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში