ციხისძირში მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა 

19 იანვარი 2021, 13:38 9492 ნახვა

დღეს, დილიდან თოვს ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული ციხისძირში. მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, რომ ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანონ და გზის აღნიშნული მონაკვეთი გათავისუფლდეს. 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე რჩებიან და ავტომობილების უსაფრთხო მოძრაობას აკონტროლებენ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში