ბათუმში ქუჩებზე გადასასვლელები და ტროტუარები მოყინულია

22 იანვარი 2021, 11:47 829 ნახვა

ბათუმში ქუჩები და ტროტუარები მოყინულია. მოქალაქეებს გადაადგილება განსაკუთრებით ფეხით უჭირთ. სამი დღე თოვდა აჭარაში.  გამოდარების შემდეგ კი ქუჩები მოყინულია. საფრთხის შემცველია შენობების სახურავებზე  თოვლის მასის ვარდნა. შპს. სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ ყინულზე ტექნიკური მარილი იყრება, ტროტუარები კი იწმინდება. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ტრავმების გამო გამოძახებები არ დაფიქსირებულა, ტრამვით პაციენტი არ დაუწვენიათ არც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი