ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართვა სალომე ზურაბიშვილს

22 იანვარი 2021, 17:38 189 ნახვა

ბოდიშის მოხდას ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტისგან ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები. მათ აქცია- პერფორმანსი გამართეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ე.წ. თავისუფლების კვარტალში,  განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი განცხადებების გამო, რაც 2008 წლის ომს ეხებოდა ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს  გუშინდელი ვერდიქტი მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა და არა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში