ბულვარი ისევ დასაცავია - საპროტესტო აქცია 16 სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ

23 იანვარი 2021, 18:30 993 ნახვა

ბათუმის ბულვარის დასაცავად ბათუმელების ნაწილი ბულვარში შეიკრიბა და ძეგლის დაცვის ზონაში 16 სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა გააპროტესტა. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში მაღალი ნაგებობები დაუშვებელია.

მათ მიმართვაც გაავრცელეს ხელისუფლების მისამართით სადაც  ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ბულვარში  ნებისმიერი სამშენებლო განვითარების განხორციელებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ასევე,  ცნობილია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში