ცვლილება რეგლამენტში

26 იანვარი 2021, 15:51 169 ნახვა

რეგლამენტში ცვლილებებს ქართული ოცნება დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავს. უკვე ცნობილია რომ ახალი ინიციატივა 4 დეპუტატს ფრაქციის ჩამოყალიბების და ვიცე სპიკერის და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე დანიშვნის შესაძლებლობას მისცემს. მანამდე კი ფრაქციის შექმნა მინიმუმ 7 ადამიანს შეეძლო.

აღნიშნული დადგენილება მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის არის გათვლილი. ქართული ოცნება ამბობს, რომ ცვლილებები რაიმე ფარულ მიზანს არ ემსახურება და მათ უბრალოდ ოპოზიციისთვის უფლებების გაზრდა სურთ.

ოპონენტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული პარლამენტის იარლიყის მოშორება სურს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ილუზიის შექმნას ცდილობს თითქოს პარლამენტს ოპოზიციაც ჰყავს და კანონმდებლობის მორგებას ევროპელი სოციალისტებისთვის ცდილობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში