„მე მიყვარს ბათუმის წევრები“ არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ

26 იანვარი 2021, 18:02 648 ნახვა

რა პოზიცია აქვს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ამბასადორის 16 სართულიანი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით?- ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრები მერიაში მივიდნენ. მათ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი დახურულ ფორმატში შეხვდნენ.

"მე მიყვარს ბათუმის"-ს წევრების თქმით, მათ უშუალოდ არჩილ ჩიქოვანთან მოითხოვეს შეხვედრა და ხვალამდე დაელოდებიან მის პასუხს.  ბათუმის მერიაში საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში