ბაიდენისთვის ტრამპის იმპიჩმენტი ნაკლებსავარაუდოა

26 იანვარი 2021, 17:07 874 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება. ბაიდენი აღნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, თუმცა ვარაუდობს, რომ კონგრესში ხმების საკმარისი რაოდენობის დაგროვებას ვერ შეძლებენ.

იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით დასრულდეს, აუცილებელია ხმათა ორი მესამედის დაგროვება. წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია 13 იანვარს მიიღო. 25 იანვარს ის სენატს გადაეცა.

საბოლოოდ იმპიჩმენტის პროცედურა 8 თებერვალს დაიწყება. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში