ცვლილება ქობულეთის ბიუჯეტში

29 იანვარი 2021, 18:00 1009 ნახვა

ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მერის სარეზერვო ფონდი  200 ათას ლარზე მეტით გაიზარდა.  თანხა ფერდსამაგრი კედლების, მრავალბინიანი სახლების სახურავის გადახურვასა და  გასულ წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას მოხმარდება.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მერს მრჩეველი ეყოლება შშმ პირების საკითხებში, კიდევ ერთი ახალი თანამშრომელი ეყოლება ჯანდაცვის და სოციალურ სამსახურსაც, რომელსაც   მერია კონკურსის გარეშე შეარჩევს, რადგანაც როგორც თვითმმართველობის იურისტი აცხადებს, ამას  კანონი არ ავალდებულებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში