ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს

30 იანვარი 2021, 12:27 943 ნახვა

ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება.

ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისარი  ამბობს, რომ არსებობს იმ ქვეყნების გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ახალი ზომებისგან თავისუფლდებიან. ამ ქვეყნებში შედიან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები, შვეიცარია, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო, ბალკანეთის ქვეყნები, ასევე კოვაქს სქემის მონაწილე 90-ზე მეტი ქვეყანა.ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში