მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 90 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

30 იანვარი 2021, 18:00 834 ნახვა

Bloomberg​-ის სპეციალური პლატფორმის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  90.8  მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 29 მილიონამდე ადამიანი აიცრა,  ჩინეთში 23 მილიონზე მეტი.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საერთო ჯამში ვაქცინაცია 11.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.6 მილიონი ადამიანი აიცრა. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.3 მილიონამდე ადამიანი იცრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში