ფაიზერის შემდეგ ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა

31 იანვარი 2021, 20:30 760 ნახვა

საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის შუა რიცხვებში შემოვა. 82 ქვეყანას შორის, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა იგზავნება საქართველოც მოხვდა. პირველ ეტაპზე 30 ათასამდე რაოდენობა შემოდის, რომელიც ორ დოზად გამოიყენება, შესაბამისად ეს რაოდენობა  15 ათასამდე მედიკოსსა და სოციალურ მუშაკს ეყოფა. 

სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, ფაიზერის ვაქცინა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  მაღალი ნდობის მქონეა, თუმცა ამბობენ, რომ დოზების რაოდენობა საკმარისი არ არის.  მათი განმარტებით, საჭიროა გეგმა თუ როგორ ჩატარდება ვაქცინაცია, ერთ-ერთი  სასურველი გზად კი ელექტრონული პლატფორმის შექმნას ასახელებენ. ფაიზერის ვაქცინას -90 გრადუსიანი დაცვის ჯაჭვი სჭირდება. თბილისში ვაქცინაციისთვის 3 კლინიკის გამოყოფა იგეგმება, ქუთაისში ორის, ბათუმში კი ვაქცინაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში