მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა

01 თებერვალი 2021, 15:46 1673 ნახვა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური. ინფორმაციას წიკლაურის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.

თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში