საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა დადასტურდა

02 თებერვალი 2021, 10:59 992 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.

დადასტურდა გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 229, აჭარაში - 181, იმერეთში - 485. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 44, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 119, აჭარაში - 5, იმერეთში - 16.  283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში