ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატია

18 თებერვალი 2021, 20:10 742 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერის პოსტის ჩასაბარებლად მეორედ ემზადება. მას  აღნიშნული თანამდებობა  2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეჭირა. მაშინ ''ქართული ოცნების'' პირველი პრემიერი  ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

ღარიბაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იყო. მანამდე ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერად მეორედ დასახელებამდე კი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობს. 

პოლიტიკურ კარიერამდე მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური კარიერა 2012 წლიდან დაიწყო.  დასაწყისი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში