საწვავზე გაზრდილი ფასები აქციით გააპროტესტეს

21 თებერვალი 2021, 20:15 1088 ნახვა

ბოლო ერთ თვეში საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს დღეს მოქალაქეებმა. თბილისის მასშტაბით ათობით ადამიანი შეიკრიბა და ქალაქის ქუჩებში კოლონებით გადაადგილდებოდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აქციზის დაწევა და საწვავზე ფასების რეგულირებაა.

საწვავზე ფასების გაზრდა გააპროტესტეს ბათუმშიც. მშვიდობიანი მსვლელობით, ავტომობილებით, გაიარეს ქალაქის ქუჩები. მათი მთავარი მოთხოვნაც საწვავზე ფასების დარეგულირებაა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში საწვავზე ფასების კიდევ უფრო ზრდას აანონსებენ. ცნობისთვის, ბოლო 2 დღის განმავლობაში საწვავზე ფასები  რამდენიმე თეთრით გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში