„თავისუფლებისთვის“ - საპროტესტო აქცია პარლამენტთან

26 თებერვალი 2021, 18:10 840 ნახვა

,,აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და  არჩევნების იმ სისტემით და წესებით ჩატარება,  რომლებიც შემუშავდა მოლაპარაკებების დროს“ - ასეთია ოპოზიციის მიმართვა ხელისუფლების მისამართით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს  მოთხოვნები არ გადაისინჯება

რუსთაველის გამზირზე, კარვების რაოდენობა გაიზარდა.  აქციაზე ვიდრე ლიდერები განცხადებებს გააკეთებდნენ, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.   

ცნობილია, რომ 2-დან 13 მარტამდე ოპოზიცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობის პიკეტირებას  გეგმავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში