საპროტესტო აქციების ქრონიკა 26/02

26 თებერვალი 2021, 20:09 997 ნახვა

ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან შუა დღეზე დაიწყო, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები რეგიონებიდან ჩავიდნენ.

მანამდე კი აქციის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ და ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა სახელწოდებით „მშვიდობის მარში“ მოაწყვეს.

მსვლელობას „ევროპული საქართველო“ რუსთაველის მეტროს  „ლელო“ კი სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდა.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან მუსიკა აჟღერდა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში