შეიარაღებული თავდასხმა შვედეთში

04 მარტი 2021, 15:44 1051 ნახვა

შვედეთის ქალაქ ვეტლანდში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ავღანელი აღმოჩნდა. დღეს ცივი იარაღით შეიარაღებული  ახალგაზრდა ქალაქში თავს დაესხა ადამიანების ჯგუფს. ინციდენტის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.  ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა მათ შორის უცხოელები. 22  წლის  თავდამსხმელი დაკავებულია.  მომხდარს პოლიციამ მკვლელობის მიზნით თავდასხმის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა განაცხადა, რომ საქმეს შესაძლო ტერორისტული მოტივის კუთხითაც იძიებს.  პოლიციის განცხადებით, დაკავებული შვედეთში ავღანეთიდან 2018 წელს ჩავიდა და პოლიციას მცირე ხულიგნობაში ჰყავდა შემჩნეული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში