კვლავ მძიმეა პატიმრის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანებები მიაყენეს

05 მარტი 2021, 12:20 670 ნახვა

ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანებები ბათუმის ციხეში თანამესაკნემ მიაყენა.  შემთხვევა  გუშინ მოხდა. უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია,  რომ პატიმარ ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.  აღსანიშნავია, რომ საკანში, სადაც მსჯავრდებულს დაზიანებები მიაყენეს  24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება. დაწყებულია გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში