ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის მამას პატიმრობა შეეფარდა

11 მარტი 2021, 11:58 706 ნახვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის და ბრალდების მხარეებმა პროცესზე საკუთარი არგუმენტები დისტანციურ რეჟიმში წარადგინეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4- დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში