ჩინეთს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

15 მარტი 2021, 17:42 3232 ნახვა

  ჩინეთის დედაქალაქს  მასშტაბურმა ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა.  დედაქალაქი პეკინი მტვრის სქელი ფენით დაიფარა. ატმოსფეროს  დაბინძურების მაჩვენებელი რიგ რაიონში დასაშვებ ნორმას 160-ჯერ აღემატება.

პეკინის გზებზე საცობებია, ქალაქში ხილვადობა  მნიშვნელოვნად  შემცირებულია. უამინდობის გამო  ჩინეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ფრენა გადაიდო.  ხელისუფლებამ პეკინში  საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა. მოსახლეობას არ ურჩევენ შენობიდან გასვლას.

ქვიშის ქარიშხალმა ჩინეთის 12 პროვინცია დააზარალა. პეკინში ქვიშის დიდი მასა ძლიერმა ქარმა შიდა მონღოლეთის რეგიონიდან მიიტანა. მონღოლეთში კი სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში