ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

01 აპრილი 2021, 11:44 565 ნახვა

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ, საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე – ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე მართლაც რომ ფასდაუდებელია.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში