მედპერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ პირებს 18:00 საათიდან საშუალება ექნებათ ,,ფაიზერის'' ვაქცინა დაჯავშნონ

01 აპრილი 2021, 14:08 1195 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ პირებს საშუალება ექნებათ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ და ,,ფაიზერის'' ვაქცინა დაჯავშნონ. თამარ გაბუნიას თქმით, დარჩენილია 3000-მდე დოზა, რომელიც ორ პრიორიტეტულ ჯგუფზე გადანაწილდება. 

14 აპრილამდე ყველა ადგილი შევსებულია, ამიტომ მოქალაქეები ჯავშნის გაკეთებას 15 აპრილიდან მათთვის სასურველ რეგიონებში შეძლებენ.

რაც შეეხება ''ასტარაზენეკას'', ხელმისაწვდომია 35 000 დოზა, რეგისტრაცია კი უწყვეტ რეჟიმშია შესაძლებელი. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 5 აპრილიდან 55 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ ჯავშნის გაკეთებას. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ აქტიურობა გაიზარდა და ამ ეტაპზე ვაქცინა 8000-მდე ადამიანმა გაიკეთა, ხოლო  რეგისტრირებულია 10 000 მეტი პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში