საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდება

09 აპრილი 2021, 15:46 817 ნახვა

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.  უახლოეს მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ტრამვის გამო 4 მოთამაშე გამოაკლდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. შეხვედრა 18:00 -ზე დაიწყება და მას პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში