სენტ ვინსენტზე ვულკანი ამოიფრქვა

12 აპრილი 2021, 12:42 771 ნახვა

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კარიბის ზღვის კუნძულ სენტ ვინსენტზე ვულკანი ისევ ამოიფრქვევა და ფერფლი დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწევს. ისინი ადგილობრივ მოსახლოებას მოუწოდებენ, ვულკანთან ახლოს გადაადგილებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. ბიბისის ინფორმაციით, ამ დროისთვის საშიში ზონიდან 16 000-ზე მეტი ადამიანია გაყვანილი, რადგან ვულკანი ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს. გასულ დღეს კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა და წყლის მიწოდება შეწყდა. დაიხურა კუნძულის საჰაერო სივრცეც.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში