ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

30 აპრილი 2021, 12:39 921 ნახვა

2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველო კონტინენტის პირველობის  ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. ჩვენი ნაკრების ჯგუფში  თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია და ბულგარეთი იასპარეზებს.  წილისყრის ცერემონიალის შემდეგ გაირკვა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის კალენდარიც. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ბელგიასთან გამართავს. ჩემპიონატი სტარტს 2022 წლის 1 სექტემბერს აიღებს. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში