აჭარაში ვაქცინაცია კიდევ 2 კლინიკაშია შესაძლებელი

12 მაისი 2021, 11:58 862 ნახვა

კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა და კიდევ 27 კოვიდ გარდაცვლილი. ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.5 %-ია. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაში ვაქცინაციისთვის დამატებითი კაბინეტები გამოიყოფა. ყველა დამატებულ აცრის პუნქტში სინოფარმით და ასტრაზენეკათი აცრა იქნება შესაძლებელი.  მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის ვებპორტალზე უნდა გაიარონ. შესაძლებელია ასევე ცხელ ხაზზე დარეკვა და ჩაწერა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში