საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2021, 18:43 918 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს რეკრუტებმა, რის შემდეგაც ეროვნული დღესასწაული თავისუფლების მოედნიდან ჯარისკაცებს, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებსა და სტუმრებს მიულოცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. საკმაოდ ვრცელი გამოსვლით ისარგებლა ქვეყნის მთავარსარდალმა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო კურსზე, არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მედიის პასუხისმგებლობაზე. საგარეო კურსს და ქვეყნის გამოწვევებს დაუთმო დრო სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში