იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ''ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის - კელი დეგნანი

02 ივნისი 2021, 14:10 816 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოხატავს იმედგაცრუებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის''  გადაწყვეტილების გამო, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს. 

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ისინი გადაწყვეტილებას შეცვლიან. 

„კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში.

ვიმედოვნებ, რომ პარტიის ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი.

ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში