ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება იგეგმებოდა - ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2021, 15:25 1011 ნახვა

''ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებთან დაკავშირებულ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში ჰყვება, რომ აღნიშნული ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს, თუმცა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს.

მიზეზი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. "ნაციონალურ მოძრაობას", გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ხელისუფლების აყირავებას ისახავდა მიზნად და ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდა.

ამავე დროს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში