ფლორიდაში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - ნანგრევებში 100-მდე ადამიანს ეძებენ

25 ივნისი 2021, 11:45 1037 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ფლორიდაში, "მაიამი ბიჩთან" ჩამოინგრა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ ასამდე პირს. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ინციდენტის დროს და რამ გამოიწვია 1980 წელს აშენებული კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს 35 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში