 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა გააკეთა. ნედ პრაისმა ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა შემცირდეს „შეიარაღების რბოლის რისკი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეს განცხადება პრაისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციის შესახებ, რომ ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 100-ზე მეტი გამშვები დანადგარის მშენებლობა დაიწყო.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            