რამდენიმე ადამიანი დაშავდა ვაშინგტონში ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, ნაგებობა მშენებლობის პროცესში იყო.
სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშები, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            