თურქეთში სტიქიის რეგიონში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

23 ივლისი 2021, 14:48 1247 ნახვა

გადაუღებელ წვიმებს  თურქეთში, ართვინის პროვინციის არჰავის რაიონში ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. მდინარე არჰავი ადიდდა, რაიონული ცენტრი და სოფლის გზები დაიტბორა.  ანალოგიური სიტუაციაა რიზეს პროვინციის ფინდიკლის რაიონში. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

დატბორილი სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, ისინი ძირითადად ნავებით გამოჰყავთ. მაშველებმა  200-მდე ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის რაიონში 10 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

დატბორილ ქალაქებში თურქეთის შინაგან  საქმეთა მინისტრი სულემან სოილუ ჩავიდა. მისი თქმით, წყალდიდობის შედეგად მსხვერპლი არ არის,  დაშავებულია ორი ადამიანი. მინისტრის თქმით, ძლიერი ნალექი ხვალ საღამომდე გაგრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში