ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

26 ივლისი 2021, 10:02 485 ნახვა

ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა.  რამდენიმე დღის განმავლობაში  მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დატბორილია ასობით სოფელი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. სამაშველო ოპერაციაში ეროვნული არმია, ფლოტი და ეროვნული ძალებია მობილიზებული. მაშველებმა 1 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც წესი, ინდოეთში მუსონური წვიმები ზაფხულის პერიოდშია, რა დროსაც წყალდიდობები ხშირია. თუმცა, მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წელს ნალექების რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი. ისინი ძლიერ წვიმას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში